24 აპრილი 2024,   20:23
ვრცლად
"არ უნდა დავუშვათ, რომ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აზერბაიჯანთან, გვქონდეს რაიმე სახის გაუგებრობა" - დავით ზალკალიანი 

"მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს საქმე მთავარ ოკუპანტთან, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აზერბაიჯანთან, გვქონდეს რაიმე სახის გაუგებრობა,“ - ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. 

დავით ზალკალიანის თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავარი ოკუპანტი რუსეთია, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა არ უნდა დაიძაბოს.

დავით ზალკალიანმა დავით გარეჯის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა, რომელსაც აზერბაიჯანის ელჩი მართავდა.

„დაძაბული ფონი, რომელიც სხვადასხვა ძალების მხრიდან არის ინსპირირებული, მესამე ძალების მხრიდან არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი იმისთვის, რომ ორ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის იყოს მიღწეული შეთანხმება, რომელიც არის მისაღები, რომელიც არის დაფუძნებული ჩვენს სახელმწიფო ინტერესებზე. მაშინ,  როდესაც საქართველოს აქვს საქმე მთავარ ოკუპანტთან და ეს არის რუსეთის ფედერაცია, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან გვქონდეს რაიმე სახის გაუგებრობა,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

დღის ამბები