25 აპრილი 2024,   06:05
ვრცლად
"არაფერი არ ხდება!" - გია ვოლსკი დავით გარეჯის მოვლენებზე

"ყველა პოლიტიკოსი, რომელიც გარეჯის თემაზე განცხადებას აკეთებს, გამოდის თავისი პოლიტიკური პოზიციიდან," - ამის შესახებ განცხადება მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ, გადაცემა არჩევანში საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, დაძაბულობა ამ საკითხზე სხვადასხვა დროს მუდმივად იყო. გია ვოლსკი აცხადებს, რომ საზღვრების პრობლემა, როგორც ერთგვარი ნაღმი, საბჭოთა კავშირმა დატოვა და მის მოგვარება არის აუცილებელი.

„ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც ჩადებული იყო საბჭოთა პერიოდში საზღვარზე, რა საკვირველია, როდესღაც ამოქმედდება, მით უმეტეს, ასეთ მდგომარეობაში, აი, ამ დაპირისპირებაში, სადაც საქართველო არის ერთ-ერთი სეგმენტი. მე მსოფლიო დონის დაპირისპირებაზე მაქვს ლაპარაკი და რასაკვირველია, დროებით უნდა მოგვარებულიყო ეს საკითხი. საგარეო საქმეთა სამინისტროები დიდი ხანია, ამ თემაზე ლაპარაკობენ, მათ შორის, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მაგრამ მომწიფდა თემა, შეიქმნა კომისიები და არაფერი დაძაბულობა არ ხდება, რომ არა ამ დაძაბულობის ხელოვნურად წამოწევა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ის აცხადებს, რომ, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თითის გაშვერა, დადანაშაულება ხელისუფლების და მსგავსი განცხადებები არასწორია. მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, რომ რეალურად არანაირი დაძაბულობა აზერბაიჯანთან საქართველოს არ აქვს. 

გია ვოლსკი დავით გარეჯის საკითხზე შუამავლის პოზიციაზე მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ალიევთან კარგი ურთიერთობა აქვს მამუკა ბახტაძესაც და ის თავად დაელაპარაკება აზერბაიჯანის პრეზიდენტს, საჭიროების შემთხვევაში.

„სააკაშვილი იყო სწორედ, რომ გადაუხვია მთავარ გზას, მთავარ რუკას, რომელმაც გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ გამოსცლოდა მოლაპარაკებების პროცესს და მოემზადებინა წინაპირობა აგრესიისათვის. განეხორციელებინა აგრესია და ოკუპაცია. ეს თემებია სწორედ, რომელიც ხალხს აღელვებს. არაფერი არ ხდება, მშვენიერი ურთიერობა აქვთ ილჰამ ალიევს და მამუკა ბახტაძეს ერთმანეთთან,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ ოპოზიციაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი ისტერიკას აწყობენ, რომელიც სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ნამდვილად არ უკავშირდება. მისი თქმით, ოპოზიცია შეგნებულად აპროვოცირებს საზოგადოებას.   

ამავე თემაზე
დღის ამბები