20 აპრილი 2024,   17:38
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს კიევში, ბორისპოლის აეროპორტში ელოდებიან

მიხეილ სააკაშვილს კიევში, ბორისპოლის აეროპორტში ელოდებიან. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, თითქმის, 2 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ კიევში ისევ უკრაინის მოქალაქის სტატუსით ბრუნდება.

აეროპორტში ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები, მხარდამჭერები და თანამოაზრეები დახვდებიან.

თვითმფრინავი აეროპორტში თბილისის დროით 18:15 საათზე დაეშვება.

სააკაშვილის კიევში ჩასვლის კადრებს საერთაშორისო სააგენტოები, მათ შორის „როიტერი“ პირდაპირ ეთერში გადასცემს.

ამავე თემაზე
დღის ამბები