16 აპრილი 2024,   13:16
ვრცლად
გარეჯა შესაძლოა პრეზიდენტისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს - სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის ზღვარზეა 

დავით გარეჯის კრიზისი შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. ოპოზიცია და კონსტიტუციონალისტები მიიჩნევენ, რომ ბაქოში ილჰამ ალიევთან საზღვრის დელიმიტაციაზე მოლაპარაკებების გამართვა შესაძლოა, კონსტიტუციის დარღვევად ჩაითვალოს, რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველს იძლევა. კონსტიტუციის 52-ე მუხლის მიხედვით, პრეზიდენტი ვალდებულია, საგარეო საკითხებზე მოლაპარაკებები მხოლოდ მთავრობის თანხმობით აწარმოოს.

სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საკითხებზე მოლაპარაკებები თვითნებურად აწარმოა თუ შეათანხმა მთავრობასთან, დანამდვილებით არ იციან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც. ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ, რომ საკითხი პარლამენტმა შეისწავლოს.

ერთადერთი კანონმდებელი „ქართული ოცნებიდან“, ვინც ღიად აცხადებს, რომ ბაქოში ვიზიტის დროს საკითხები, რაზეც ზურაბიშვილი ილაპარაკა, მთავრობასთან შეთანხმებული იყო, გია ვოლსკია.

დამოუკიდებლობის დღეს კი თავად საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გარეჯის საკითხზე საუბარი მეზობელ ქვეყანასთან მან წამოიწყო.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის დასაწყებად პარლამენტის 50 დეპუტატის მოთხოვნაა საჭირო, რის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ საკითხის შესწავლა უნდა დაიწყოს. თუ ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევა დადგინდება, მაშინ სასამართლო დასკვნას პარლამენტი გადაუგზავნის, საბოლოო პრეზიდენტის ბედს დეპუტატები წყვეტენ და მის გადასაყენებლად 100 ხმა არის საჭირო.

დღის ამბები