20 აპრილი 2024,   02:59
ვრცლად
მხარდაჭერა შალვა შავგულიძეს - მთაწმინდელები ოპოზიციონერი კანდიდატის სარეკლამო პოსტერებს საკუთარი სახლების კედლებზე ჰკიდებენ

უპრეცედენტო სამოქალაქო მხარდაჭერა შალვა შავგულიძეს. მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის კანდიდატს ხელისუფლება აკრძალული მეთოდებით ებრძვის, მის დასახმარებლად ერთიანდებიან. კამპანია მთაწმინდის ამომრჩეველმა მას შემდეგ წამოიწყო, რაც ოპოზიციური კანდიდატის შტაბს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ქუჩაში ბანერების გაკვრის უფლება არ მისცა. მთაწმინდელების ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება შალვა შავგულიძეს ყველა მეთოდით ებრძვის. ამიტომ მაჟორიტარობის კანდიდატის ბანერებს ისეთ ადგილებზე აკრავენ, საიდანაც მერია ვერ ჩამოხსნის.

სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო გზავნილი ხელისუფლებას და სასურველი კანდიდატის დაცვა, დემოკრატიის უტყუარი ნიშანია ლაშა ბუღაძისთვის. ამიტომ კამპანიას თვითონაც შეუერთდა და ბანერი საკუთარი სახლის კედელზე გამოაკრა. 

შალვა შავგულიძის ბანერების გაკვრა, მისი მხარდამჭერი "ევროპული საქართველოს" წევრებმა ორი დღის წინ სცადეს, თუმცა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მათ ხელი შეუშალა. პარტიის წევრებმა ბანერები ხეებზე მაინც გააკრეს, თუმცა მერიის სამსახურმა ისინი მოგვიანებით ჩამოხსნა. პარტიამ მერიას ნებართვის დაჩქარებული წესით განხილვაც სთხოვა. საპასუხო წერილში კი ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტმა კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად უნდა იმსჯელოს.

დღის ამბები