25 აპრილი 2024,   07:33
ვრცლად
ომარ ნიშნიანიძემ არგონავტული ოცნება აისრულა - "ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა ნავი ააგო და ფოთიდან ვანში მოგზაურობისთვის ემზადება

ქართველი არგონავტები, მოგზაურობისთვის ემზადებიან. კაპიტანი, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ომარ ნიშნიანიძეა. პორტის არა მაგრამ ხომალდით რიონში ცურვის ოცნება აისრულა.

31 მაისს „არგო“ სტარტს ფოთიდან აიღებს და რიონს ქალაქ ვანამდე აღმა აუყვება.

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი რიონზე ორ ივნისამდე იმოგზაურებს. ხომალდი მარშრუტს ჭყვიშში დაასრულებს, ისევე როგორც ახალი დროის „არგონავტების“ კაპიტანმა, ინგლისელმა მეცნიერმა და მოგზაურმა ტიმ სევერინმა 35 წლის წინ.

ხომალდებზე, მოგზაურობასა და პორტზე ფიქრი ომარ ნიშნიანიძეს არც დეპუტატობის შემდეგ შეუწყვეტია.“ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ამომრჩეველს თავი ქუთაისის პორტსა და რიონის სამდინარო ფუნქციის აღდგენაზე გაკეთებული განცხადებებით დაამახსოვრა. პორტი ვერა, მაგრამ ხომალდი უკვე ააგო. ანტიკური ისტორიის სპეციალისტის შთაგონების წყარო არგონავტები და იასონი არიან. ნავიც ძველი ბერძნების ხომალდის ანალოგია.

ღონისძიებაზე ისტორიულ პერსონაჟებს გააცოცხლებენ, რა თქმა უნდა მედეასა და არგონავტებსაც. ამის შემდეგ ხომალდი “არგო” ქუთაისში გადაინაცვლებს, სადაც ომარ ნიშნიანიძე არგონავტიკის მუზეუმის დაფუძნებას აპირებს. ანტიკური ისტორიის სპეციალისტი ფიქრობს, რომ ეს კარგი იქნება ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებისთვის. 

 

ავტორები:ნინო გაზდელიანი, სოფო ჭულუხაძე

დღის ამბები