25 აპრილი 2024,   07:47
ვრცლად
დასტურია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში დამნაშავე ხელისუფლებაა - გოცირიძე 

„პირდაპირ არის იმის დასტური, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში დამნაშავე არის საქართველოს ხელისუფლება," - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე პარლამენტის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივის ჩაგდებას

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის ახალგაზრდის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნა ოპოზიციამ მოითხოვა.

დაკავშირებული სურათი"მათ შეეშინდათ კომისიის შექმნის. მათ რომ რაიმე სიმართლე ჰქონდეთ საკუთარ მხარეზე, აუცილებლად დაუჭერდნენ კომისიის შექმნას. ფაქტობრივად, პარლამენტმა ხელი დააფარა დანაშაულს.“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 ოპონენტების ბრალდებებს საპარლამენტო უმრავლესობაში უპასუხეს. მმართველი გუნდის წევრებმა ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულეს. "ქართულ ოცნებაში" მსგავსი კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავდნენ. 

დაკავშირებული სურათი

„მქონდა მოლოდინი, რომ რაღაცასთან მიმართებაში შესაძლებელია სპეკულაციები აღარ ყოფილიყო. ეს რაღაცა იყო ის მოსმენა, რაზეც გარეთ, ალბათ, არ ვსაუბრობთ და ვერც უნდა ვისაუბროთ. იქ იყო ისეთი დეტალები. როდესაც ამ თემებზე ვერ და არ ვსაუბრობთ, მაინც გამოდიან და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ამბობენ პოპლისტურ წინადადებებს,“ - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

30 მომხრე და 3 წინააღმდეგი - საპარლამენტო უმრავლესობამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო. დადგენილების მისაღებად 50 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. წინააღმდეგ წავიდა „ქართული ოცნების“ სამი დეპუტატი.

ამავე თემაზე
დღის ამბები