07 დეკემბერი 2019,   20:40
ვრცლად
ბათუმის ყოფილი მერი დაკავებულია - ერმაკოვი "კურიერთან" კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას ერთი წლის წინ უარყოფდა 

მასშტაბური დაკავებები ბათუმის მერიაში - მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებათ.

ბათუმში სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვაზე „კურიერმა“ რეპორტაჟი ერთი წლის წინ მოამზადა. თუმცა ბათუმის მაშინდელი მერი ბრალდებებს უარყოფდა, იმის მიუხედავად, რომ მილიონები სოციალური სახლების მშენებლობაზე გამოიყო, შენობები კი არ აშენდა.

სახელწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, ზარალი რომელიც ბიუჯეტმა მიიღო მინიმუმ მილიონ ნახევარი ლარია. მაშინდელი ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი “კურიერთან“ საუბრისას ამბობდა, რომ არ აპირებდა ჟურნალისტებისთვის ახსნას რატომ გაამარჯვებინა ტენდერში აზერბაიჯანულ კომპანიას, რომელსაც საეჭვო რეპუტაცია ჰქონდა.

“ჩემი მოსაზრება მე მივაწოდე პროკურატურას. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. ყველა მოიქცა კეთილსინდისიერად, მე ასე ვთვლი. თქვენთან ხომ არ დავიწყებ მსჯელობას ყველა საკითხზე. ყველა საჭირო ინფორმაცია მე მივაწოდე გამოძიებას, კომპანიასთან გვაქვს პრეტენზია,კომპანიამ უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება,“- აცხადებდა ერმაკოვმა.

დაახლოებით ერთი საათის წინ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულები არიან  განათლების და მეცნიერების მინისტრი ბაგრატ მანველიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები, ასევე ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე, სერვისების მართვის უფროსი, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე.

საუბარია ტენდერებზე, რომელიც ბათუმში ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ცხადდებოდა. 

პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ საგამოძიებო მოქმედებები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩაატარა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები