07 დეკემბერი 2019,   10:30
ვრცლად
გორში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გორში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ. პაციენტმა, შუა ხნის ასაკის ქალბატონმა ექიმს ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი წნევის აპარატი და ფონეინდოსკოპი დაუმტვრია. 

დაზარალებული ამ დრომდე, პოლიციის შენობაში იმყოფება გამოკითხვაზე.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების გორის ბიუროში ყვებიან, რომ ეს ოჯახი ზოგადად აგრესიულია და სხვა დროსაც მომხდარა მათ შორის ინციდენტები. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.

„ბრიგადა, ჩვეულებისამებრ გავიდა ამ გამოძახებაზე და როგორც კი შევიდნენ ოთახში, იქ მყოფმა ქალბატონმა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ოჯახის დიასახლისმა, შეურაცხყოფა მიაყენა არა მარტო სიტყვიერი, არამედ ფიზიკურიც. დაამტვრია ფონენდოსკოპი და წნევის აპარატი და თვითონ ექიმს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მაგ ოჯახში, ხშირად არის ხოლმე გამოძახება და ყოველთვის აგრესიით გამოირჩევიან ხოლმე მედ პერსონალის მიმართ“ - აცხადება სასწრაფო დახმარების მთავარი ექიმი, თემურ თანიაშვილი.

 

 

დღის ამბები