24 აპრილი 2024,   02:04
ვრცლად
მაღალჩინოსნების დაკავება ბათუმში - 7 პირი წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება

მასშტაბური დაკავება ბათუმში - შვიდი დაკავებული, რომელთა შორის არიან აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და ბათუმის მერიის მაღალჩინოსნები ყოფილ მერთან, გიორგი ერმაკოვთან ერთად წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. სავარაუდოდ, ბრალს მათ რამდენიმე საათში წარუდგენენ. როგორც ცნობილია, მოქმედი მაღალჩინოსნები სამუშაო კაბინეტებში დააკავეს.

დაკავებულებთან რამდენიმე წუთის წინ მათი ინტერესების დამცველი შევიდა. ადვოკატმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მტკიცებულებებზე ვერ ისაუბრებს, რადგან პროკურატურას საქმის მასალები მისთვის არ გადაუცია. 

„ჯერ ბრალი არ არის წარდგენილი. მოხდება მის მიმართ ალბათ გარკვეული საგამოძიებო მოქმედების განხორცილება. დეტალურად საქმის მასალებს არ ვიცნობთ, არ მოგვეცა ჩვენ ამის საშუალება იმიტომ, რომ ხდება ახლა გადაყვანა დროებითი დაკავების იზოლატორში და მას შემდეგ, როცა ჩვენ მივიღებთ ამომწურავ ინფორმაციას, საქმის მასალები გადმოგვეცემა, ბუნებრივია, ჩვენ უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით. გადმოცემით ვიცი, რომ სამსახურში მოხდა მათი დაკავება, კონკრეტულად სამუშაო კაბინეტში იყო თუ სამსახურის ეზოში იყო, ვერ გეტყვით,“ - ამბობს ადვოკატი,“- განაცხადა ადვოკატმა.

დაკავებულებს ბრალი დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებათ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები