07 დეკემბერი 2019,   03:03
ვრცლად
ექსტრაორდინალური დაკავება - გია ვოლსკი ბათუმში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას ეხმაურება

ბათუმში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავებას გია ვოლსკი სამწუხარო ფაქტს უწოდებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ  იმის გათვალისწინებით თუ რამდენი პირის დაკავება მოხდა, სპეცოპერაციას შესაძლოა, ექსტრაორდინალური ეწოდოს.

„მთავრობის მაღალჩინოსნები არ დაუკავებია ოპოზიციას, მთავრობის მაღალჩინოსნების დაკავება მოხდა ხელისუფლების მიერ. სამწუხარო ფაქტია ძალიან, ბევრს მათ შორის კარგად ვიცნობ მაგრამ ეს არ განაპირობებს არავითარ შეღავათს თუ კი იქ რაიმე გადაცდომაა და მით უმეტეს თუ კი კორუფციასთან გვაქვს საქმე. რა საკვირველია გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ მაგრამ ექსტრაორდინალურს ამას დავარქმევ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი გავითვალისწინებთ დაკავებულთა რაოდენობას,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

სპეცოპერაცია ბათუმში ცოტა ხნის წინ ჩატარდა. დაკავებულები არიან მერიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები. დაკავებულთა შორის არის ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი. საქმე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ეხება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები