07 დეკემბერი 2019,   10:42
ვრცლად
ანაკლიის პორტის პროექტის ჩაძირვის ოპერაცია - სკანდალში მთავარი ფიგურა ოთარ ფარცხალაძე ხდება 

ოთარ ფარცხალაძე ანაკლიის პორტის სკანდალში მთავარი ფიგურა ხდება. ირკვევა, რომ სწორედ ყოფილი გენერალური პროკურორის და ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის რუხი კარდინალის ინტერესები უკავშირდება ფოთში პორტის მშენებლობას.

ეკონომიკის სამინისტრომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გასცა. დოკუმენტი 2019 წლის 2 მაისით თარიღდება. დოკუმენტი გუშინ საღამოს გასაჯაროვდა, რასაც ანაკლიის უცხოელი ინვესტორების მხრიდან სრული პანიკა მოჰყვა.

მამუკა ხაზარაძემ პირდაპირი დაწერა, რომ პორტის მშენებლობა საფრთხე იყო. საინფორმაციო შეტევის შემდეგ, დილა ეკონომიკის მინისტრმა უკან დახევით დაიწყო. ნათია თურნავამ პრაქტიკულად თქვა, რომ მისმა დაქვემდებარებულმა უწყებამ ქვეყანაში ახალი გიგანტური პორტის მშენებლობის ნებართვა გასცა და პროექტის შესახებ, რომელსაც ასეულობით მილიონი დოლარი სჭირდება, არაფერი იცოდა. ყველაფერი საბოლოოდ, ეკონომიკის სამინისტროს მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დაბრალდა.

გრიგოლ კაკაურიძემ კამერის წინ, წინასწარ შეთანხმებული განცხადება გააკეთა და არც ერთ კითხვას არ უპასუხა. მათ შორის არ თქვა, იცოდა თუ რა რომ ახალი პორტის უკან ოთარ ფარცხალაძე დგას. ოთარ ფარცხალაძის გვარი დიდ სკანდალში დღის ბოლოს გამოჩნდა, მას შემდეგ რაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა გაასაჯაროვა ფაქტები, რომ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მფლობელი და ოთარ ფარცხალაძე ბიზნეს პარტნიორები არიან.

დღევანდელი სკანდალის გამო ხელისუფლებას ერთიანი პოზიცია არ ჰქონდა, ეკონომიკის მინისტრი ამბობდა, რომ ანაკლია უალტერნატივოა და მთავრობა ხაზარაძის ბიზნეს ჯგუფს ხელს შეუწყობს პორტის მშენებლობა მალე დაასრულოს.

მთავრობა, პოლიტიკურმა ოპონენტებმა დღეს მწვავედ გააკრიტიკეს და არაპროფესიონალიზმსა და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულეს.

მთავრობის წარმომადგენლებმა დღეს ანაკლიის პორტის ინვესტორებს მკაცრი ტონით საჯაროდ მიმართეს და აღებული ვალდებულებების დროულად შესრულება მოსთხოვეს. მეორე მხრივ კი, თავად ინვესტორები მიმართავენ ხელისუფლებას ყველაფერი გააკეთოს საიმისოდ, რომ ეკონომიკის სამინისტროში მომხდარის გამო საერთაშორისო საფინანსო პარტნიორების თვალში შელახული რეპუტაცია და ნდობა აღიდგინონ, რათა ანაკლიის პროექტი არ შეფერხდეს.

დღის ამბები