20 აპრილი 2024,   15:47
ვრცლად
"მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში, ხელოვნებასა და ინოვაციებში" - ექსპოზიციას ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს

"მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში, ხელოვნებასა და ინოვაციებში" - ამ სახელწოდებით ექსპოზიციას ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს. 14-19-ე საუკუნეების იტალიური ფერწერა და ქანდაკება ხმის, განათებისა და მულტიმედიის ერთობლიობითაა წარმოდგენილი.

ჯოტოს, ლეონარდო დავინჩის, ბოტიჩელის, რაფაელის და კიდევ სხვა ცნობილი ხელოვანების ნამუშევრები დამთვალიერებელს შეუძლია პროექციების საშუალებით ნახოს. გამოფენა ეროვნულ მუზეუმში ხვალიდან 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.  

დღის ამბები