25 აპრილი 2024,   10:04
ვრცლად
ნუთუ ვერ აღმოაჩინეთ კანონდარღვევის ერთი ფაქტიც კი, როცა ეს მასობრივად ხდებოდა ზუგდიდში - ნაყოფია ჟვანიას მიმართავს

ნუთუ ვერ აღმოაჩინეთ კანონდარღვევის ერთი ფაქტიც კი, როცა ეს მასობრივად ხდებოდა ზუგდიდში? - ეს კითხვა საარჩევნო დარღვევებისა და სარჩელების შესახებ ცესკო-ს ხელმძღვანელს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა ნაყოფიამ დაუსვა. 

ნაყოფიას თქმით, საარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეები და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მასობრივად მონაწილეობდნენ, თუმცა ცესკო-ს ყველა საკითხზე ერთი პასუხი აქვს, რომ სამართალდარღვევა არ არსებობს.

"არჩევნებამდე 150-მდე საჩივარია შესული მარტო ზუგდიდის ოლქში და 100 საჩივარია შესული არჩევნების დღეს. თქვენ ბრძანეთ, რომ სულ ჯამში 156 საჩივარია შესული მანამდე, ანუ აქედან 150 ზუგდიდია?

"თქვენი პასუხი, ჩვენ წერილობით მოგმართეთ ყველა კითხვაზე პასუხია ასეთი, საკითხის შესწავლის შედეგად არ დადგინდა სამართალდარღვევა. ყველაფერზე სტანდარტული პასუხი გაქვთ, რომ შესწავლის შედეგად არ დადგინდა სამართალდარღვევა არსებობს სატელევიზიო სიუჟეტები, სადაც საჯარო მოხელეები, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ საარჩევნო კამპანიაში და ზუგდიდში ეს ხდებოდა მასიურად, ნუთუ თქვენ ვერ აღმოაჩინეთ ერთი ფაქტი მაინც,"-მიმართა კობა ნაყოფიამ ჟვანიას.

ჟვანიას განცხადებით, მოსყიდვა და ძალადობა საერთოდ არ არის საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენცია. მისი თქმით, არჩევნებამდე შესული სარჩელების უმეტესობა ერთსა და იმავე თემას ეხებოდა. ჟვანია ამბობს, რომ სარჩელების ავტორები ვერ ფლობდნენ საარჩევნო პროცედურებს.

„143 იყო წინასაარჩევნო პერიოდში თქვენ თუ ოდესმე დაინტერესდებით და წაიკითხავთ იმ საჩივრების შინაარსს 97 მათგანი ეხებოდა იმას, რომ კონკრეტული ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი საარჩევნო უბანში არ იმყოფებოდა, მაშინ, როცა დამკვირვებელი მივიდა და იმყოფებოდა ტრენინგზე. ამ 1543 არის შემთხვევები საჩივრების, რომელიც ეხება,რომ მივედი და უბანია დაკეტილი და საუბარი იყო არა უბანზე, არამედ მის გვერდით ოთახებზე.

"ყველა საჩივარზე, მათ შორის 20 საჩივარზე არის დაკმაყოფილება. ყველა მათგანი იყო თითქმის დაწერილი ისეთი დამოუკიდებელი და ნეიტრალური არბიტრების მიერ, რომლებსაც არსებით საკითხებზე ჰქონდა შემოტანილი. ძალიან ძნელია და ცუდი საყურებელია, ბატონო კობა, როდესაც საჩივრის ავტორი ვერ ფლობს საარჩევნო პროცედურებს ისე,რომ დაწეროს არსებითი საჩივარი,"-განაცხადა ჟვანიამ.

 

დღის ამბები