19 აპრილი 2024,   10:53
ვრცლად
გვემალება ბატონი მინისტრის მოადგილე გიორგაძე, რომელიც შემჩნეული გვყავს ტყუილებში, სიცრუეში - ლაშა ბუღაძე

„პირდაპირი მნიშვნელობით გვემალება ბატონი მინისტრის მოადგილე გიორგაძე, რომელიც შემჩნეული გვყავს ტყუილებში, სიცრუეში,“ - ეს განცხადება მწერალმა, ლაშა ბუღაძემ გააკეთა.

ასე ის გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლას ეხმაურება. საუბარია გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე, სადაც მიხეილ გიორგაზე არ მივიდა. ამას გარდა, აღნიშნულ შეხვედრას თავი აარიდა განათლების მინისტრმაც.

აღნიშნული ფაქტის გამო, მწერალი მიხეილ გიორგაძეს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მინისტრის მოადგილეს მწერლებთან და გამომცემლებთან შეხვედრის ეშინია.

„პირდაპირი მნიშვნელობით გვემალება ბატონი მინისტრის მოადგილე გიორგაძე, რომელიც შემჩნეული გვყავს ტყუილებში, სიცრუეში და ასე ვთქვათ, რაღაც პროპაგანდისტულ, მწირ სიცრუეებში. არის ჩამოსული ბევრი სტუმარი, მათ შორის, მსოფლიო წიგნის გამავრცელებელთა და გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელთანაც დათქმული იყო შეხვედრა და პირდაპირ გაეპარა ამ ადამიანს, იმიტომ, რომ დაინახა ქართველი გამომცემლები, რომლების შეკითხვების, საყვედურებს, რომ თავი დავანებოთ, შეეშინდა. ეს არის ძალიან სამარცხვინო, ეს არის ადამიანი დილეტანტი, იმიტომ, რომ ეს არის დილეტანტიზმია, მავნებლობა, მავნებლური დილეტანტიზმი, როდესაც საქმიან შეხვედრას ასე გაურბიხარ იმიტომ, რომ ეშინია მწერლებთან და გამომცემლებთან შეხვედრის,“ - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

დღის ამბები