24 აპრილი 2024,   19:14
ვრცლად
ხეპრული გამოხტომები და სიტყვები - გია ვოლსკი ოპონენტების გამოსვლებს აფასებს

ხეპრული გამოხტომები და სიტყვები - ასე მოიხსენია პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპონენტების გამოსვლები პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით მიწვეულ პრემიერმინისტრს უსმენდნენ.

ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობდნენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზი "შაპიტოდ გადაექციათ." პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ მამუკა ბახტაძემ დეპუტატებს საინტერესო პასუხები გასცა.

„მცდელობა იყო სხდომათა დარბაზის შაპიტოდ გადაქცევის, მაგრამ ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო პასუხებიც მივიღეთ და გარდა ამისა, ივნისში იქნება პრემიერმინისტრთან იქნება უფრო ფართო მსჯელობის შესაძლებლობა. ამ ხეპრულ გამოხტომებსა და სიტყვებს ნამდვილად პასუხს ვერ გავცემ. ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რასაც ვფიქრობდი,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები