19 აპრილი 2024,   14:33
ვრცლად
შოკი იყო... ჩარჩოებში არ ეტევა და ჯერ კიდევ გააზრებას საჭიროებს - გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი ჩაშლილ შეხვედრაზე საუბრობს

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტს არც განათლების მინისტრი და არც მისი მოადგილეები არ შეხვდნენ. აღნიშნულ ფაქტს თავად გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, ხოსე ბორგინო ეხმაურება.

მისი თქმით, გაოგნებულია სამინისტროს მხრიდან მსგავსი დამოკიდებულებით. ხოსე ბორგინო ამბობს, რომ განათლების სამინისტროდან მას დაუკავშირდნენ და საქართველოს გამომცემელთა ასოციაციის წარმომადგენლების გარეშე შეხვედრა შეთავაზეს, რასაც ის არ თანხმდება.

„რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ეს ფაქტობრივად, შოკი იყო, რადგანაც მანამდე ქართველებთან ჩემი ურთიერთობა გამოიხატებოდა იმაში, რომ მე ვიცოდი მათი სტუმართმოყვარეობის და გულღიაობის შესახებ. ის, რაც დღეს მოხდა, ჩარჩოებში არ ეტევა და ჯერ კიდევ გააზრებას საჭიროებს. ჩვენ დაგვირეკეს სამინისტროდან და გვთხოვეს შეხვედრა დღეს მოგვიანებით, თუმცა, მათ უცნაური პირობა წამოგვიყენეს, პირობა იყო ასეთი, რომ საქართველოს გამომცემელთა ასოციაცია ამ შეხვედრას ვერ დაესწრებოდა, რაზეც ჩვენ უარი ვუთხარით და არ ვაპირებთ შეხვედრას ასეთ ფორმატში. თუ ისინი ქართველ კოლეგებთან ერთად მიგვიღებენ, მზად ვართ, შევხვდეთ,“ - განაცხადა ხოსე ბორგინომ.

ამავე თემაზე
დღის ამბები