23 აპრილი 2024,   15:37
ვრცლად
ლევან ხარატიშვილი გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლაზე განმარტებებს აკეთებს

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტთან შეხვედრის ჩაშლის შემდეგ განცხადება გაავრცელა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა.

საუბარია გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე, სადაც მიხეილ გიორგაზე არ მივიდა. ამას გარდა, აღნიშნულ შეხვედრას თავი აარიდა მინისტრმაც. მიხეილ გიორგაძემ კი საქართველოს გამომცემელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან აღნიშნა, რომ მათ სავარაუდოდ, მინისტრის მეორე მოადგილე ლევან ხარატიშვილი შეხვდებოდა.

ლევან ხარატიშვილმა კი აღნიშნულ ინციდენტში ორგანიზატორები დაადანაშაულა. მისი თქმით, არასწორად მიაწოდეს დელეგაციის წევრებს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ხარატიშვილი ვარაუდობს, რომ მიზანმიმართულად ჩაშალეს გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტთან შეხვედრა,

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება მიზანმიმართულად მუშაობა იმაზე, რომ აღნიშნული შეხვედრა არ ჩატარებულიყო და სასურველი მიზანიც იქნა მიღწეული. ჩვენ ვიყავით მზად იმისთვის, რომ უმაღლეს წარმომადგენლებთან ამ ორგანიზაციის გვქონოდა ძალიან დეტალური განხილვა იმ საკითხებისა, რომელიც ვთვლით, რომ არის ძალიან აქტუალური და ჩვენი სამინისტროსთვის განსაკუთრებული პრიორიტეტის მქონე. სამწუხაროდ, არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა. კიდევე ერთხელ გამოვხატავთ ჩენ მზაობას, ბუნებრივია, აღნიშნულ ორგანიზაციასთან შეხვედრის და იმ საკითხების განხილვის, რომელიც დღის წესრიგში გვქონდა გათვალისწინებული,“ - განაცხადა ლევან ხარატიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები