18 აპრილი 2024,   23:36
ვრცლად
ფიქტიური სამუშაო ადგილები "ოცნების" აქტივისტებისთვის - პრემიერმა ხარჯებთან დაკავშირებით დასმული კითხვა უპასუხოდ დატოვა

წერილების ომი „ევროპულ საქართველოსა“ და მთავრობას შორის უკვე ორი თვეა, მიმდინარეობს. ოპოზიცია ცდილობს დაადგინოს, რა თანხას უხდის „ქართული ოცნება“ აქტივისტებს პოლიტიკური ერთგულებისთვის.

რა უჯდება ხალხს ხელისუფლების შექმნილი ფიქტიური სამუშაო ადგილები, სადაც ადამიანები არ მუშაობენ, თუმცა ხელფასს პოლიტიკურ ერთგულების გამო იღებენ, ამ მონაცემების გასაჯაროვებაზე ფინანსთა სამინისტრომ უარი თქვა. თუმცა, პრემიერის პარლამენტში ვიზიტის შემდეგაც კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა.

მონაცემები, რომელსაც ხელისუფლება მალავს, გამაოგნებელია. 2018 წელს ხალხს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ადამიანების შენახვა ერთ მილიარდი ლარით მეტი დაუჯდა.

ოპოზიციას ამბობს, თანხა ძირითადად სსიპ-ებისა და აიპ-ების ხარჯზე გაიზარდა, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაასაქმეს და სამუშაო ადგილები შექმნეს ხალხისთვის, რომელიც რეალურად მხოლოდ ხელფასს იღებს.

გაზრდილ ციფრებს მამუკა ბახტაძემ ახსნა ისე მოუძებნა, რომ სსიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებულების შესახებ ისევ არაფერი თქვა, განაცხადა რომ სახელფასო მაცვენებელი ქვეყანაში პედაგოგების, პოლიციისა და ჯარისთვის მომატებული ხელფასების ხარჯზე გაიზარდა.

რამდენიმ კვირის წინ ამავე თემაზე რეპორტაჟების სერია „შაბათის კურიერმა“ მოამზადა. დადგინდა, რომ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული „ოცნების“ მხარდამჭერების ნაწილმა არც კი იცოდა სად მუშაობდა, რა უხდიდნენ ხელფასს.

პრემიერ-მინისტრის მიერ კონკრეტულ საკითხზე თავის არიდებას და სხვა თემებზე ყურადღების გადატანის მცდელობას დღეს უმრავლესობის წევრები სხდომათა დარბაზშიც და მის გარეთაც ამართლებდნენ.

საბოლოო ჯამში, პრემიერ-მინისტრმა საკანონმდელო ორგანო ისე დატოვა რომ ვერც ოპოზიციამ და შესაბამისად ვერც საზოგადოებამ კითხვებზე კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.

სსიპები და აიპ-ები, სადაც პარტიული აქტივი მუშაობს, ერთადერთი პრობლემა არ არის. ბოლო პერიოდში გაიზარდა შტატგარეშე თანამშრომლების რიცხვიც - ადამიანების, ვისაც ამ პოზიციაზე ასაქმებენ და არც კონკურსს გადის, მათ არ ეხებათ არც სახელფასო ზღვარი, შესაბამისად ხელფასს იღებენ იმდენს, რამდენსაც მათ ხელმძღვანელები გადაუწყვეტენ.

დღის ამბები