24 აპრილი 2024,   03:05
ვრცლად
თაბორის მთაზე "ოცნების" დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მიწის ნაკვეთი მთავრობამ მოსაზღვრე ტერიტორიაზე 4-ჯერ მეტ ფასად გამოისყიდა

თაბორის მთაზე 3 ათასი კვადრატული მეტრის ნაცვლად 35 ათასი მიწის ფართობი - ასეთია ხელისუფლებასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატს შორის გაფორმებული შეთანხმება. დღეს ირკვევა, რომ ოდიშარია არ არის ერთადერთი, რომლის თაბორის მთაზე მდებარე ნაკვეთი სახელმწიფომ გამოისყიდა.

ორი მეზობელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც საკრებულოს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი საუბრობს, ორ ბიზნესმენს ეკუთვნოდა. მიწა, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატს ბექა ოდიშარიას ეკუთვნოდა 1700 ლარად შეაფასეს, მეზობლის კი დაახლოებით 400 ლარად.

ბექა ოდიშარიას 3 ათასი კვადრატული მეტრი, სადაც მეპატრონე მასშტაბური სამშენებლო პროექტის განხორციელებას გეგმავდა, თბილისის მერიამ უკან მწვავე საზოგადოებრივი რეზონანსის შემდეგ დაიბრუნა. კვადრატული მეტრი 609 დოლარად, ჯამში კი, 5 მილიონი ლარის ღირებულების გარეუბანში მდებარე ალტერნატულ მიწის ნაკვეთში გადაუცვალა.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, თაბორზე მდებარე ორი მეზობელი მიწის ნაკვეთის ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბიზნესმენ დეპუტატს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეტი შემთხვევით არ ერგო.

ბექა ოდიშარიას მიწის ნაკვეთის ექსპერტიზაში წერია, რომ მერიამ სამხარაულის ბიუროს მიწის შეფასება მასზე მშენებლობის ნებართვის გათვალისწინებით სთხოვა. ფასიც მნიშვნელოვნად სწორედ ამ ნებართვამ გაზარდა.

მიწის ყოფილი მეპატრონე ოდიშარია ფიქრობს, რომ სახელმწიფოსგან ძვირადღირებული კომპენსაცია სამართლიანად მიიღო. 

ბექა ოდიშარიასგან მერიამ მიწა 2 თვის წინ გამოისყიდა. თაბორზე მდებარე 3 ათასი კვადრატული მეტრის სანაცვლოდ, დეპუტატს მუხიანში მდებარე 35 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორია მისცეს.

დღის ამბები