19 აპრილი 2024,   20:38
ვრცლად
ქალაქ ძერჟინსკში საბრძოლო მასალების მწარმოებელი ქარხანა დაიწვა

ამ წუთებში ნიჟნი ნოვგოროდთან ფეთქებების ხმა ისმის. ქალაქ ძერჟინსკში საბრძოლო მასალების მწარმოებელი ქარხანა იწვის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ობიექტზე პირველი აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ადგილობრივებმა გაავრცელეს.

წინასწარი ვერსიით, აფეთქება ტროტილის მწარმოებელ ცეხში მოხდა. სავარაუდო მიზეზად წარმოებისას დაშვებული ტექნოლოგიური დარღვევები სახელდება. ზუსტ მიზეზებს საგამოძიებო კომისია დაადგენს, რომელიც მუშაობას ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ დაიწყებს.

ამ ეტაპზე აფეთქებების დიდი საფრთხეა, რის გამოც ობიექტთან მიახლოვება იკრძალება.

არ არის გამორიცხული, მიმდებარე ტერიტორიაზე ევაკუაცია გამოცხადდეს.

დღის ამბები