20 აპრილი 2024,   15:20
ვრცლად
"კურიერის" ოპერატორები და მემონტაჟეები - პროფესიონალთა გუნდი, რომელიც კადრს მიღმა დგას

კურიერის ოპერატორები და მემონტაჟეები - პროფესიონალთა გუნდი, რომელიც კადრს მიღმა დგას. კურიერში 26 ოპერატორი მუშაობს. კურიერი, პირველ რიგში, არის გუნდი დაკომპლექტებული პროფესიონალებით, გამოცდილი ოპერატორებით, რომლებიც გადაღებაზე ერთმანეთის გვერდში დგანან. ისინი, პირველ რიგში, კამერას ამოწმებს და ამისთვის სულ რამდენიმე წუთი აქვთ. შემდეგ ჯგუფი უკვე გადაღებაზე მიდის.

ერთ-ერთი პირველი ლოკაცია პარლამენტია და უკვე 21 წელია, ამ შენობაში ყველაზე ხშირად კურიერის ოპერატორი ზვიად იგრიაშვილი ხვდება.

ჩართული იყო კურიერის ოპერატორ ლაშა მუმლაძის კამერა 2007 წლის 7 ნოემბერს, პარლამენტის წინ დარბევისას. ეს იყო ერთადერი შემთხვევა, როდესაც ოპერატორმა კამერა ისტორიული კადრის გადაღების მიზნით დატოვა და იმდროინდელი მოვლენის მთავარი კადრებიც სწორედ მან გადაიღო.

კურიერის ოპერატორის ობიექტივში ისტორია არა ერთხელ ასახულა, თუმცა, ამ დროს ყოველთვის იციან, რომ რისკი შეიძლება სიცოცხლის ფასი დაუჯდეთ.

ტყვიებისა და დაბომბვის ფონზე 2008 წლის აგვისტოს ომს რამაზ უთრუგაშვილიც იღებდა. საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე წელი კურიერის ყველა ოპერატორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

კურიერის 26 ოპერატორიდან ერთი გოგოა. უკვე 6 წელია, თამთა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წევრია.

ყველა მასალა, სანამ ეთერში გავა კურიერის სამონტაჟოებში ხვდება. როგორც გადაღებაზე, აქაც სწორედ ერთი მუშტის პრინციპით მუშაობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები