18 აპრილი 2024,   19:49
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა რაჭაში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა 

პრემიერ-მინისტრი რაჭაშია. მამუკა ბახტაძე სოფელ გოგოლათში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პრემიერმა შეკრებილ მოსახლეობას სიტყვითაც მიმართა. პრემიერ-მინისტრმა ონსა და ამბროლაურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მამუკა ბახტაძე ​დაინტერესდა რაჭა-საჩხერე-ონის გზის პროექტის მიმდინარეობითაც, მოინახულა რამდენიმე ობიექტი, მათ შორის რაჭის ლორის საწარმო და შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას.

„ამ სოფელში არის ათეული ასეთი სახლი, სადაც არის შენარჩუნებული უნიკალური ქართული არქიტექტურა და უნიკალური ქართული ორნამენტები. აქ რომ ჩამოხვალ, შეუძლებელია ამ ყველაფერს შეხედო ემოციის გარეშე. ეს არის უდიდესი კულტურის მაჩვენებელი ის პროექტები, რომლებიც დავიწყეთ შარშან, ის მიმდინარეობს წარმატებით. მე დღეს ვიყავი ორივე მუნიციპალიტეტში, როგორც ონში, ასევე ამბროლაურში, ძალიან კარგი ტემპებით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამავე დროს ის, რომ რაჭაში ჩვენ შევძელით ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა. უკვე 160 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს რაჭაში და ეს არის მხოლოდ დასაწყისი“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები