19 აპრილი 2024,   06:15
ვრცლად
სასკოლო სექტორში არსებულ სიახლეები და გამოწვევები-პირველი მასშტაბური სასკოლო განათლების ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა

პირველი მასშტაბური სასკოლო განათლების ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიების მიზანი სასკოლო სექტორში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე მსჯელობაა. დისკუსიების პარალელურად, ღონისძიებაში მონაწილეებმა განათლების სიტემის რეფორმირებასა და სამომავლო სტრატეგიებზე ისაუბრეს.

„ყველასთვის ცნობილია, რომ  ჩვენი განათლების სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას და აუცილებელია რომ მუდმივი დიალოგი  არსებობდეს სისტემაში არსებული როგორც  პოზიტიური ძვრები, ასევე ხარვეზების შესახებ. დღეს განვიხილეთ ზოგადი განათლების დონეზე არსებული საკითხები, რომელიც საჭიროებს  უფრო მეტ ყურადღებას,“-განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

დღის ამბები