20 აპრილი 2024,   15:17
ვრცლად
დაჭაობებული და დაბინძურებული სანაპირო და გაჩერებული პროექტები-ანაკლია ტურისტულ სეზონს ტურისტების გარეშე ხვდება

დაჭაობებული და დაბინძურებული სანაპირო და გაჩერებული პროექტები - ანაკლია წელს ტურისტული სეზონის ასეთ მდგომარეობაში ხვდება. ზღვის სანაპირო ცარიელია. ადგილობრივები ყვებიან, რომ ის, რაც 2012 წლამდე აშენდა, უყურადღებობით განადგურდა. დაწყებული პროექტები გაჩერდა, ანაკლიის საკურორტო ზონის განვითარების ალტერნატიული გეგმა კი არ არსებობს.

გაჩერებულია სავაჭრო და გასართობი ობიექტები. მთავრობაში ამბობენ, რომ ანაკლიაში ზაფხულისთვის მზადება დიდი ხანია დაწყებულია.

ანაკლიელების ძირითადი საარსებო წყარო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალია. ამიტომ ადგილობრივები ხელისუფლებისაგან არსებული რეალობის შეცვლას და სამუშაო ადგილების შექმნას ითხოვენ.

ავტორი: ემა გოგოხია, ჟანა აკოფაშვილი.

დღის ამბები