24 აპრილი 2024,   22:01
ვრცლად
ჰიმალაიში დაკარგული ალპინისტების ძებნა შეჩერებულია

სამაშველო ჯგუფებს ჰიმალაის მთებში დაკარგული ალპინისტების ცოცხლად პოვნის იმედი აღარ აქვთ. ინდოეთის საჰაერო ძალების ორმა ვერტმფრენმა ოპერაცია დღეს არახელსაყრელი პირობების გამო შეაჩერა. 8 მთამსვლელს უკვე ორი დღეა ეძებენ. ჯგუფი ინდოეთის რიგით მეორე უმაღლესი და ყველაზე რთული მწვერვალის დაპყრობას ცდილობდა. ექსპედიცია მათ 13 მაისს დაიწყეს, თუმცა ბანაკში დაგეგმილ დროს არ დაბრუნდნენ. დაკარგული ალპინისტები ბრიტანეთის, შეერთებული შტატების, ავსტრალიისა და ინდოეთის მოქალაქეები არიან.

დღის ამბები