25 აპრილი 2024,   10:44
ვრცლად
სახიფათო მარშრუტები და ტრაგედიით დასრულებული ექსკურსიები - P.S.-ის ექსპერიმენტი ჩანჩქერზე, სადაც 16 წლის გოგონა დაიღუპა

საბედისწერო ექსკურსია, რომელსაც 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა - p.s.-ის ჟურნალისტმა გიორგი გვიშიანმა ექსპერიმენტი ჩაატარა და ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერისკენ და ზუსტად ის გზა გაიარა, რაც უბედური შემთხვევის დღეს სკოლა "ალბიონის" მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა. აღმოჩნდა, რომ ეს არის ლაგოდეხის ნაკრძალის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მარშრუტი, სადაც გამოუცდელ ტურისტს ყველა ნაბიჯზე ელოდება საფრთხე - მინიმუმ, ჯანმრთელობის და ზოგ წერტილებში, სიცოცხლისაც კი.

ლაგოდეხის ნაკრძალში სხვადასხვა სირთულის ოთხი ტურისტული მარშრუტია,
ჩანჩქერამდე ოთხკილომეტრნახევარია.  ჩანჩქერამდე მისაღწევად მინიმუმ სამჯერ უნდა გადალახო ყინულივით ცივ მდინარეში, ახვიდე კლდეებზე და წინაღობების დასაძლევად შიგადაშიგ ჩაეჭიდო ხის ფესვებსა თუ ლოდებს თანაც უნდა ერიდო ხავსს, რომელზეც ფეხი ძალიან ცურავს.

საბედისწერო ექსკურსიაზე 16 წლის სოფი წყალმა ჩაითრია. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ლაგოდეხის ნაკრძალში დატრიალებული ტრაგედიიდან დაახლოებით სამ საათში, სიცოცხლისთვის საშიში საფრთხე კიდევ ერთი სასკოლო ექსკურსიის მონაწილე კიდევ ერთ სკოლის მოსწავლეს შეექმნა. უფლისციხის ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი შვიდი წლის ბიჭუნა საკმაოდ დიდი სიმაღლიდან გადავარდა.

ვინ არის პასუხისმგებელი მოსწავლეების უსაფრთხოებაზე და ფლობენ თუ არა ზუსტ ინფორმაციას სახიფათო მარშუტებზე მასწავლებლები, რომლებსაც ბავშვები ექსკურსიებზე მიჰყავთ. ფაქტია რომ საქართველოში ტურისტული ადგილების უმეტესობა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით გაუმართავია და სიცოცხლისთვის სარისკო საფრთხეებს შეიცავს. ასევე ფაქტია, რომ პედაგოგებს, რომლებსაც საკუთარი მოსწავლეები ექსკურსიებზე მიჰყავთ, შესაძლოა სამინისტროს ყველა მოთხოვნა ფორმალურად დაკმაყოფილებული აქვთ, თუმცა მათ ბოლომდე ნამდვილად არ აქვთ გააზრებული არც შესაძლო საფრთხეები და არც ამ ექსკურსიების საგანმანათლებლო ღირებულება.

ამავე თემაზე
დღის ამბები