24 აპრილი 2024,   03:14
ვრცლად
კოლხური ბზის გადასარჩენად იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სამეგრელოში 550 ჰექტარი ფართობი შეიწამლება

კოლხური ბზის გადასარჩენად იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სამეგრელოში 550 ჰექტარი ფართობი შეიწამლება. კოლხურ ბზას ინვაზიური მავნებელი, ბზის ალურა ანადგურებს, რომლის წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები 2016 წლიდან ხორციელდება.

წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, აქცენტი გაკეთდეს საკონსერვაციო ქმედებებზე, შეირჩა კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის 20 ჰექტრიანი კორომი, რომელიც 2019 წელს 3 ჯერ დამუშავდება, ხოლო იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებულ ბზის კორომებში ბრძოლისა და მონიტორინგის ღონისძიებები ფერომონიანი მწერსაჭერებით გაგრძელდება. პარალელურად კი სატყეო სააგენტო კოლხური ბზის გამრავლებაზე მუშაობს. 

„ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს დაზიანებული ბზის კორომების დამუშავებას, კერძოდ დაახლოებით 20 ჰეკტარზე მიმდინარეობს ალურის საწინააღმდეგო პრეპარატის შესხურება. სააგენტოსთვის პრიორიტეტულია ბზის მოვლა-აღდგენა, შესაბამისად 2019 წელს იგეგმება აღნიშნული ადგილის 3-ჯერ შეწამვლა,“ - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა.

დღის ამბები