25 აპრილი 2024,   14:22
ვრცლად
"ადგილობრივი გენერაცია არ ვითარდება იმ ტემპით, რა ტემპითაც იზრდება მოხმარება" - სემეკის ხელმძღვანელი ელექტროენერგიის იმპორტის ზრდაზე

სემეკის ხელმძღვანელი ელექტროენერგიის გაზრდილ იმპორტსა და ადგილობრივი გენერაციის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს. ირინა მილორავა მთავარ გამოწვევად ასახელებს იმას, რომ იმპორტი წლიდან წლამდე იზრდება და ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყნებზეა დამოუკიდებული. სტატისტიკის მიხედვით, 2016 წლის შემდეგ ენერგეტიკის იმპორტი 3-ჯერ არის გაზრდილი.  

„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ზუსტად იმპორტდამოკიდებულების ზრდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში წინა წლებთან შედარებით იმპორტი არის გაზრდილი თითქმის სამჯერ. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სერიოზული სიგნალი ელექტროენერგეტიკული სექტორისთვის ეს დამოკიდებულება ცალსახად უნდა შემცირდეს და უნდა შემცირდეს ადგილობრივი გენერაციის განვითარების ხარჯზე.

ადგილობრივი გენერაცია არ ვითარდება იმ ტემპით, რა ტემპითაც იზრდება მოხმარება, მოხმარება ბოლო 10 წლის განმავლობაში საშუალოდ იზრდება 5% ასეთი ზრდის ტემპი გენერაციის ობიექტებს არ აქვთ. მომდევნო წლებში ეს უნდა იყოს სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა,“-აცხადებს ირინა მილორავა. 

დღის ამბები