16 აპრილი 2024,   23:58
ვრცლად
პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემა - "მამიდას" სასამართლო პროცესი გადაიდო

როენა ხუცურაულის, ზინაიდა ქორიძის და მარიამ დანელიანის პროცესი გადაიდო. პროცესი 2 ივლისს გაიმართება. პროსტიტუციისათვის ფართის გადაცემაში ბრალდებული „მამიდა“ დუმილის უფლებას იყენებს, ზინაიდა ქორიძე კი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

როენა ხუცურაულმა სასტუმროს გახსნის ნებართვა ითხოვა, რადგან მისი თქმით, უძრავ ქონებას მოვლა-პატრონობა სჭირდება. ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

„არსებითი განხილვის პირველი სხდომა ჩაინიშნა, დანელიას და როენა ხუცურაულს ვიცავ, მათი პოზიცია გაჟღერდა, რომ დუმილის უფლებას ირჩევენ ამ ეტაპზე. შესაბამისად პოზიციები არის ჩამოსაყალიბებელი, შესაჯერებელია და ალბათ, არსებით განხილვაზე გამოვიკვლევთ ყველა მტკიცებულებებს,“-განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები