20 აპრილი 2024,   11:42
ვრცლად
"ინტერ რაოს" ქართული შვილობილი კომპანია - საქართველოს ბაზარზე რუსული ენერგოგიგანტის ქართული ფილიალი გამოჩნდა 

"ქართულ ოცნებას" ქვეყნის ენერგოსისტემაში რუსეთის სახელმწიფო კომპანია შემოჰყავს. რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება კრემლის მიერ კონტროლირებადი „ინტერ რაოს“ შვილობილმა კომპანიამ.

ოპოზიციამ დღეს სემეკის თავმჯდომარეს სთხოვა განემარტა, რატომ აუნთო მწვანე შუქი, საქართველოში რუსული ენერგოგიგანტის „ინტერ რაოს“ შემოსვლას და ქართული შვილობილი კომპანიის დაფუძნებას.

ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებამ საშიში თამაში ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებით შესაძლოა კორუფციული დაინტერესების გამო დაიწყო.  

აღმოჩნდება თუ არა საქართველო ისევ რუსულ ხაფანგში და გახდება თუ არა ქვეყანა გაზრდილი იმპორტის პირობებში ისევ რუსულ დენზე დამოკიდებული, ეს იყო მთავარი კითხვა, რომელიც დღეს პარლამენტში სემეკის თავმჯდომარის მიმართ ისმოდა. რატომ გახდა საჭირო „ინტერ რაო“ საქართველოს დაფუძნება, ამ კითხვაზე პასუხი არ იციან არც მმართველი გუნდის წევრებმა. ირინა მილორავა დღეს ამტკიცებდა, რომ „ინტერ რაოს“ ქართული ფილიალი ბაზარზე საბითუმო ვაჭრობისთვის და კომერციული სუბიექტებისთვის დენის მისაწოდებლად სჭირდება.

საქართველო მეზობლებისგან ზამთარში მილიონობით კილოვატ საათ ელექტროენერგიას შუამავლების საშუალებით იღებს, რაც დეპუტატების ნაწილის აზრით, მომსახურებას აძვირებს. სემეკის თავმჯდომარე „ინტერ რაოს“ საქართველოში დაფუძნებაშიც პრობლემას ვერ ხედავს.

რუსულმა ენერგოგიგანტმა „ინტერ რაომ" საქართველოში საქმიანობა ოფიციალურად შვილობილი კომპანიის დაფუძნებით რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები