18 აპრილი 2024,   20:47
ვრცლად
აუდიოჩანაწერი 82 წლის პედაგოგის წინააღმდეგ - გოგონამ მასწავლებელი მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ამხილა

82 წლის პედაგოგს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ. გაირკვა, რომ პედაგოგი 12 წლის მოსწავლეს საკუთარ სასიყვარულო და ინტიმური შინაარსის ისტორიებს თვეების განმავლობაში უყვებოდა. გოგონამ მასწავლებლის საუბარი ტელეფონით ჩაიწერა და სკოლის დირექციას შეატყობინა. აღმოჩნდა, რომ 82 წლის მასწავლებელი გოგონას ფულსაც აძლევდა, თუმცა რის სანაცვლოდ ჯერ არავინ იცის.

ეჭვი რომ არ აეღოთ, მასწავლებელი 12 წლის მოზარდს სკოლის დერეფანში შესვენების დროს წიგნით ხელში ხვდებოდა და ჰქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ბავშვს გაკვეთილს უხსნიდა. სინამდვილეში კი მოზარდს მისი ცხოვრების ინტიმურ დეტალებს უყვებოდა.

დაზარალებული მოზარდის ოჯახის წევრები ყვებიან, 82 წლის მამაკაცი მსგავს ქმედებაში ადრეც იყო შემჩნეული და ამის შესახებ სოფელში და სკოლაში ყველამ იცოდა, თუმცა სავარაუდო მოძალადე სკოლაში ამ დრომდე უპრობლემოდ მუშაობდა.

სავარაუდო მოძალადის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უკვე დაწყებულია. არსებული ინფორმაციით ფიზიკურ კონტაქტს ადგილი არ ჰქონია. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი გამოკითხეს, თუმცა არ დაუკავებიათ. ექსპერტიზაზეა წაღებული ის აუდიომასალა, რომელიც გოგონამ ტელეფონით ჩაწერა. 

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები