24 აპრილი 2024,   15:44
ვრცლად
2018 წლის ბიუჯეტი - შესრულების ანგარიშს დღეს პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ

2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს დღეს, შვიდ კომიტეტში განიხილავენ.

ოპოზიცია შესრულებით უკმაყოფილოა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის და ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვის გამო, მოსახლეობისთვის ცხოვრება გაძვირდა, არ იქმნება სამუშაო ადგილები.

„ბიუჯეტი არის საშუალება მთავრობისთვის, რომ ისე წაიყვანოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომ სამუშაოები შეიქმნას, გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაბალი გადასახადები იქნება, იქნება ნაკლები რეგულაცია. მთავარი კითხვა, რაც ჩვენ გვექნება მთავრობასთან არის ის, რომ რატომ ვერ ამბობს მთავრობა უარს, ხალხის ჯიბიდან ზედმეტი ფულის ამოღებაზე,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ერთ-ერთი კომიტეტი, სადაც დღეს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება განიხილავენ, განათლების კომიტეტია.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, მთავარი კითხვა პროფესიულ განათლებას შეეხება. 2018 წლის ბიუჯეტის შესახებ მოხსენება დღეს სახელმწიფო აუდიტსაც ექნება.

დღის ამბები