25 აპრილი 2024,   05:59
ვრცლად
ჯენიფერ ლოპესი წლის ყველაზე გემოვნებიან და მოდურად ჩაცმულ ვარსკვლავად აღიარეს

ჯენიფერ ლოპესი 2019 წლის ყველაზე გემოვნებიან და მოდურად ჩაცმულ ვარსკვლავად აღიარეს.

49 წლის მსახიობი და მომღერალი მოდის კერპად ამერიკელი დიზაინერების საბჭომ დაასახელა. დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც მოდის სამყაროს ოსკარს უწოდებენ, ნიუ იორკში გაიმართა. დიზაინერების საბჭო ყოველწლიურად აჯილდოებს ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც მოდის ინდუსტრიაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. 

ცერემონიაზე 49 წლის მომღერალი ნარინჯისფერი სამოსით მივიდა. კოსტიუმი წითელი ხალიჩისთვის რალფ ლორენმა შექმნა. მოდის კრიტიკოსებმა ჯეი ლოს კოსტიუმიც მოიწონეს.

დღის ამბები