25 აპრილი 2024,   15:37
ვრცლად
"ივანიშვილისგან ვითხოვთ შეხვედრას" - ცენტრ პოინტიის დაზარალებულები "ოცნების" ლიდერს ტყუილში ადანაშაულებენ

აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან - ცენტრ პოინტის დაზარალებულები ივანიშვილთან შეხვედრას თხოვენ. მათი განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ივანიშვილი მათ დახმარებას დაჰპირდა, წინასაარჩევნოდ მათი ხმები გამოიყენა, თუმცა შემდეგ პრობლემით აღარ დაინტერესებულა.

აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ცენტრ პოინტთან არსებული დავა კერძო არ არის და განვითარებულ პროცესებში წვლილი სახელმწიფოს მიუძღვის.

„ ივანიშვილისგან ვითხოვთ შეხვედრას პირველ რიგში. ის შეგვხვდა ჩვენ 2012 წელს, მაშინ მას ძალიან უჭირდა, ის არ იყო ხელისუფლებაში, სჭირდებოდა ხალხის ხმები, შეგვხვდა რამდენიმე წარმომადგენელს, შეგვპირდა, რომ ამ პრობლემას მოაგვარებდა თუ მოვიდოდა ხელისუფლებაში. რამდენი წელი გავიდა? პრობლემა არ არის მოგვარებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კერძო დავა არ არის, მიგვაჩნია, რომ გამოძიება არასწორად წავიდა. გამოძიებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სახელმწიფოს როლი დაემალა აი, ამ დანაშაულში,“- განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა თემურ ფიფიამ.

დღის ამბები