19 აპრილი 2024,   22:53
ვრცლად
პრეზიდენტის განცხადება დავით გარეჯში პრემიერთან შეთანხმებული იყო - პრეზიდენტის პრესსპიკერი 

დავით გარეჯში  სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული იყო. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, კონკრეტულად მამუკა ბახტაძისთვის ცნობილი იყო, რომ პრეზიდენტი სამონასტრო კომპლექსში ვიზიტისას ამ განცხადების გაკეთებას აპირებდა. 

"პრეზიდენტის სახელით მინდა დაგიდასტუროთ, რომ ყველა აქტივობა, ყველა მოლაპარაკება, ყოველთვის არის კანონთან სრულ შესაბამისობაში და შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან. ეს კონკრეტული განცხადება იყო შეთანხმებული საქართველოს პრემიერ-მინისტრთან“- განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.   

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი 22 აპრილს დავით გარეჯში ჩავიდა და ქართველ მესაზღვრეებს შეხვდა. შეხვედრისას პრეზიდენტმა თქვა, რომ "სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს".

ამ განცხადების შემდეგ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტეს.  24 მაისს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩიჩხიტურის ციხის მიმდებარედ გზის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ამბები