14 დეკემბერი 2019,   15:10
ვრცლად
საქართველო-უკრაინის ურთიერთობა იმდენად დაბალ დონეზე ჩამოვიდა, რომ სასტუმრო-სასტუმრო უნდა ვდიოთ უკრაინის ხელისუფლებას - ბაქრაძე

მამუკა ბახტაძის საიდუმლო ვიზიტი ბრიუსელში - ოპოზიცია არსებულ ვითარებას კომიკურს უწოდებს. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ჯობდა, პრემიერს ეთქვა, რომ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრას ცდილობდა, ვიდრე ის, რომ ელჩის მიღებაზე იმყოფება. მისივე თქმით, ხელისუფლებამ იმდენად გააფუჭა უკრაინასთან ურთიერთობა, რომ ქვეყნის პირველი პირები იძულებული არიან, ახალ პრეზიდენტს „სასტუმრო-სასტუმროს“ სდიოს.

„ის, რომ პრემიერმინისტრი ელჩის მიღებაზე ბრიუსელში გაფრინდა თავისთავად იმდენად აბსურდი და იმდენად კომიკურია, რომ ამას ნამდვილად სჯობია, რომ მართლაც ზელენსკისთან ჩუმად შესახვედრად იყოს მისული იმ სასტუმროში.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოუტანა დღეს საქართველოს, არის უკრაინასთან ურთიერთობის დაზიანება ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, როდესაც შიდა პოლიტიკური ფაქტორების და, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის მიუღებლობის გამო საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ჩამოვიდა იმდენად დაბალ დონეზე, რომ ექვსი წელია, არ შემდგარა პირველი პირების ვიზიტი და იმის ნაცვლად, რომ ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მეგობარ და მოკავშირე სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტები დავგეგმოთ, აი, ასე ჩუმად, სასტუმრო-სასტუმრო უნდა ვდიოთ უკრაინის ხელისუფლებას და ვეხვეწოთ შეხვედრებზე. ეს არის პირდაპირი შედეგი „ქართული ოცნების“ ბოლო წლების პოლიტიკის,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პრემიერი ზუსტად იმ სასტუმროში მივიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტის დელეგაცია გაჩერდა. ბრიუსელში რომ მამუკა ბახტაძეს ელოდებოდნენ, ევროკავშირში საქართველოს ელჩმა "კურიერის" კორესპონდენტს მხოლოდ მას შემდეგ დაუდასტურა, რაც ბახტაძის კორტეჟი სასტუმროს შენობაში უკანა შესასვლელიდან შევიდა. როგორც წესი, ყველა ვიზიტის შემთხვევაში, პრემიერმინისტრის აპარატი მედიას, სულ მცირე, რამდენიმე დღით ადრე აფრთხილებს ხოლმე.

ამავე თემაზე
დღის ამბები