08 დეკემბერი 2019,   17:08
ვრცლად
ერთადერთი საუბრის თემა შეიძლება ყოფილიყო, რისიც ეშინიათ, სააკაშვილი არ დანიშნონ თანამდებობაზე უკრაინაში - რომან გოცირიძე

ხელისუფლებას ეშინია მიხელ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის - „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე გამორიცხავს, რომ მამუკა ბახტაძეს ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოეთხოვა.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ ბახტაძე უკრაინის ახალ პრეზიდენტთან შეხვედრას თუ შეძლებდა საუბრის თემა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო თანამდებობას შეეხებოდა. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ხელისუფლებას ეშინია, ზელენსკიმ სააკაშვილი ოფიციალურ თანამდებობაზე არ დანიშნოს.

„ყოველთვის სთხოვდნენ უკრაინის ხელისუფლებას, რომ მიშა არ ჩამოსულიყო საქართველოში. ურჩევდნენ, რომ პოლონეთში ან სხვაგან გაეგზავნათ. მიშას საქართველოში ჩამოსვლა იქნებოდა ძალიან დიდი პრობლემის შემქმნელი საქართველოს ხელისუფლებისთვის. ამიტომ ექსტრადირების შესახებ საუბარს გამოვრიცხავ. შესაძლებელია, რომ დაემთხვა.

მაინცდამაინც თუ შეგნებულად დაადგენენ ზელენსკის კვალს და მიაგნეს იმ სასტუმროს, მაშინ ერთადერთი საუბრის თემა შეიძლება ყოფილიყო, რაც განაცხადა კობახიძემ და რისიც ეშინიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ დანიშნონ ოფიციალურ თანამდებობაზე უკრაინაში,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

მამუკა ბახტაძის საიდუმლო და ნაჩქარევი ვიზიტი ბრიუსელში - საქართველოს პრემიერი ზუსტად იმ სასტუმროში მივიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტის დელეგაცია გაჩერდა.

ბრიუსელში რომ მამუკა ბახტაძეს ელოდებოდნენ, ევროკავშირში საქართველოს ელჩმა "კურიერის"კორესპონდენტს მხოლოდ მას შემდეგ დაუდასტურა, რაც ბახტაძის კორტეჟი სასტუმროს შენობაში უკანა შესასვლელიდან შევიდა. როგორც წესი, ყველა ვიზიტის შემთხვევაში, პრემიერმინისტრის აპარატი მედიას, სულ მცირე, რამდენიმე დღით ადრე აფრთხილებს ხოლმე.

დღის ამბები