25 აპრილი 2024,   18:17
ვრცლად
ბრექსიტის შემდეგ ვაშინგტონსა და ლონდონს შორის ფენომენალური გარიგება დაიდება - დონალდ ტრამპი  

დონალდ ტრამპი ტერეზა მეის უნიკალურ სავაჭრო გარიგება სთავაზობს. განცხადება შეერთებული შტატების ლიდერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ტრამპა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, რადგან ეს ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს, ბრექსიტის შემდეგ კი ვაშინგტონსა და ლონდონს შორის ფენომენალური გარიგება დაიდება. დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ დიდი ბრიტანეთი ამერიკული ეკონომიკის უმსხვილესი ინვესტორი და ევროპის ბაზრის უმსხვილესი ექსპორტიორია.

ახალი გარიგება კი გაერთიანებულ სამეფოს საშუალებას მისცემს, რომ საკუთარი პოტენციალი სამჯერ გაზარდოს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ჯერემი ჰანტი და ბორის ჯონსონი შესანიშნავი პრემიერმინისტრები იქნებოდნენ. აღსანიშნავია, რომ პრემიერობის კანდიდატი ჯონსონი დონალდ ტრამპს ლონდონში არ შეხვდა. 

 

დღის ამბები