08 დეკემბერი 2019,   17:01
ვრცლად
საპროტესტო აქცია ივანიშვილის აგარაკთან - ექიმი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ამოქმედებას ითხოვს

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის აგარაკთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ბენო ჭელიძემ გამართა, მას მხარდაჭერა „ლეიბორისტული პარტიის“ გურიის ორგანიზაციის წევრებმა გამოუცხადეს.

ექიმი ბენო ჭელიძე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დროულად ამოქმედებას ითხოვს. მისი თქმით, კლინიკისთვის ახალი შენობა ააშენეს, თუმცა პერსონალი ამ დრომდე ძველ, ამორტიზებულ შენობაში რჩება.

ბენო ჭელიძე ვარაუდობს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაცემა ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიისთვის იგეგმება, რასაც ის არ ეთანხმება. ჭელიძის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ყველა გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს და აქცია მის აგარაკთან სწორედ ამ მიზეზით გაიმართა.  

დღის ამბები