20 აპრილი 2024,   17:26
ვრცლად
პრეზიდენტის განცხადება გარეჯში პრემიერთან შეთანხმებული იყო - ზურაბიშვილი შესაძლო იმპიჩმენტის თავიდან არიდებას ცდილობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება განხილვის თემად იქცა - „ქართული ოცნების“ ლიდერი პირველი იყო, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი დიდ პოლიტიკური შეცდომაში საჯაროდ ამხილა. ირაკლი კობახიძემ ღიად თქვა, რომ დავით გარეჯის შესახებ გაკეთებული განცხადებაც და აზერბაიჯანთან დაუდგენელი საზღვრის საკითხის წამოწევაც პრეზიდენტის პირადი ინიციატივა იყო.

კობახიძემ ისიც თქვა, რომ ზურაბიშვილის პოლიტიკური ნაბიჯები საქმეს არ წაადგა და, პრაქტიკულად, აღიარა, რომ პრეზიდენტმა ეროვნული ინტერესები აზარალა.

სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა „კურიერის“ კითხვაზე პასუხისას თქვა, რომ პრეზიდენტმა აზერბაიჯანში გაკეთებული ყველა განცხადება, მათ შორის საზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობასთან შეათანხმა და ეს მხოლოდ მისი ინიციატივა არ ყოფილა.  

პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური გზავნილების შემდეგ ოპოზიცია დასკვნამდე მივიდა, რომ ორივე, ქვეყნის მთავარსარდალი და საკანონმდებლო ორგანო გადაბრალების რეჟიმშია.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ შესაძლებელია, პრემიერთან ეს თემა ზოგადად შეთანხმებული იყო, თუმცა ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ამჯერადაც პრეზიდენტის ხელში ეს საკითხიც სკანდალად იქცა.  

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გარეჯში 20 აპრილს ჩავიდა და სასულიერო პირებთან და მესაზღვრეებთან ერთად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციაზე დაიწყო საუბარი. სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას აზერბაიჯანის მესაზღვრეების მხრიდან საზღვრის თხრა და მდგომარეობის ესკალაცია მოჰყვა. ამჯერად ამ საკითხზე შესაბამისი ორმხრივი კომისია მუშაობს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები