14 დეკემბერი 2019,   15:23
ვრცლად
რატომ ვერ იცავს შსს ლგბტ თემის უსაფრთხოებას - ხელისუფლებამ რებეკა ჰარმსის კრიტიკა დაიმსახურა

არ მჯერა, რომ ეს მოსაზრება საქართველოს ხელისუფლებასა და პარლამენტს ეკუთვნის - კრიტიკული პოსტი ევროპარლამენტის ყოფილმა წევრმა, რებეკა ჰარმსმა საკუთარი Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, თამარ ხულორდავას მიმართა.

გერმანელ პოლიტიკოსს აინტერესებს, რატომ ვერ იცავს შინაგან საქმეთა სამინისტრო ლგბტ თემის უსაფრთხოებას და რატომ ეუბნება ”ღირსების მარშის” ქუჩაში ჩატარებაზე უარს. ამ კითხვებს ხულორდავა არ პასუხობს. ის რებეკა ჰარმს ქვეყნის იმიჯის დაზიანებაში ადანაშაულებს.

”ღირსების მარშის” ორგანიზატორებსა და ძალოვნებს შორის უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ გახარიას უწყებამ ლგბტ აქტივისტებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ დაიცავდა. 17 მაისის ცნობილი მოვლენები შეახსენა და მარშის გაუქმება ან დახურულ სივრცეში ჩატარება ურჩია. ”თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები ამბობენ, რომ ძალოვანი უწყება მათ დაშინებას ცდილობს. "თბილისი პრაიდი" სტარტს 18 ივნისს აიღებს და 23 ივნისს დასრულდება. 

"თბილისი პრაიდი" რომ არ ჩატარდება, ამაში დარწმუნებულია ულტრამემარჯვენე ”ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე. ამბობს, რომ ფართომასშტაბიან აქციებს ყველა ცენტრალურ ქუჩაზე გამართავენ და მარშის წევრებს შეკრების საშუალებას არ მისცემენ. ბრეგაძე ამბობს, რომ ქუჩებში სალოცავად შეიკრიბებიან, თუმც, არც შესაძლო ძალადობას გამორიცხავს. 

ომბუდსმენი კი შს სამინისტროს ლგბტ აქტივისტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს.

 

 

დღის ამბები