19 აპრილი 2024,   22:33
ვრცლად
„შალვა დღეს ჩემთვის არის სიმბოლო ბარიკადების გარღვევის“ - ლიკა ბასილაია-შავგულიძე

„შალვა დღეს ჩემთვის არის სიმბოლო გარღვევის“ - ეს განცხადება პორტალ ”კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრის” დირექტორმა, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ შალვა შავგულიძის შესახებ საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, მთაწმინდის მაჟორიტარად შავგულიძის არჩევა ცვლილებების დაწყებას ნიშნავს. 

„უნდა ვფიქრობდეთ, რა არის საჭირო მოცემულ მომენტში იმისთვის, რომ ხვალ ჩემმა შვილმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვროს, არ გაიქცნენ ახალგაზრდა ბავშვები, რომლებიც გაქცევაზე არიან ამ ქვეყნიდან. იმიტომ, რომ არის ტოტალური ჭაობი ეკონომიკაში, სამსახურს ვერ პოულობენ, განათლებული ადამიანი, ყველგან არის ნაცნობ-მეგობრობით მოხვედრა. ეს პოლიტიკური ჭაობი, რაც ჩამოყალიბდა, გამოიწვია უალტერნატივობამ, რომელიც შექმნა "ქართულმა ოცნებამ,“ - განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ 

პორტალ ”კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრის” დირექტორი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ქვეყანა უკან დასწია. 

„შალვა დღეს ჩემთვის არის სიმბოლო გარღვევის. თუ შალვა გაარღვევს ჩვენთან ერთად ამ ბარიკადებს, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ შეგვიქმნა, გვაკომპლექსებს, სინდისზე გვაგდებს, ზოგს აშინებს, დაპირება, ეს ყველაფერი არის სამარცხვინო, ეს არის ჭაობის ელემენტები, რომელიც ჩვენ გვიხშობს მომავლის პერსპექტივას,“ - აცხადებს ლიკა ბასილაია-შავგულიძე. 

დღის ამბები