19 აპრილი 2024,   08:59
ვრცლად
არ დავრჩეთ 9 ივნისს სახლში, მთაწმინდიდან დავიწყოთ ჩვენი ქვეყნისათვის საჭირო ცვლილებები - შავგულიძე

შალვა შავგულიძე ამომრჩეველს მიმართავს. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოქალაქეებს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურზე არ დარჩნენ სახლში და 9 ივნისს ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა სწორედ მთაწმინდიდან დაიწყონ.

"ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ვინაიდან ეს საზოგადოებას უჩენს და უძლიერებს რწმენას დემოკრატიული პროცესების სიძლიერესა და ეფექტურობაში. არჩევნების დღეს მართლაც ის მომენტია, როდესაც კონსტიტუციური პრინციპი, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია უშუალო მოქმედებაშია იმიტომ, რომ ამ დღეს ხალხი უშუალოდ ირჩევს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებს. და ასეთი დღეა 9 ივნისი. არ დავრჩეთ 9 ივნისს სახლში, მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი და მთაწმინდიდან დავიწყოთ ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი მომავლისათვის საჭირო ცვლილებები," - განაცხადა შალვა შავგულიძემ. 

დღის ამბები