25 აპრილი 2024,   02:29
ვრცლად
ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ სტრატეგიული ოპერაციის დაწყების 75-ე წლისთავი - საზეიმო ცერემონია პორტსმუთში

ინგლისის ქალაქ პორტსმუთში ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ სტრატეგიული ოპერაციის დაწყების 75-ე წლისთავი აღნიშნეს. საზეიმო ცერემონია ქალაქის სანაპიროზე გაიმართა და მსოფლიოს 15-ტ ლიდერთან ერთად, მას ელისაბედ მეორე და ვეტერანები დაესწრნენ.

მათ სიტყვით მიმართეს დონალდ ტრამპმა, ემანუელ მაკრონმა, ტერეზა მეიმ, ჯასტინ ტრუდომ და ელისაბედ მეორემ. დედოფალმა ვეტერანებს ნამდვილი გმირები უწოდა.

1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეებმა ნორმანდიაში 150 ათას კაციანი ჯარი გადასხეს და ჰიტლერის არმიის წინააღმდეგ გადამწყვეტი შეტევა დაიწყეს. ეს ოპერაცია საბოლოოდ ნაცისტური რეჟიმისგან დასავლეთ ევროპის გათავისუფლებით დასრულდა.

სიმბოლურად, დღეს პორტსმუთის თავზე ავიაშოუ გაიმართა, რომელშიც სამხედრო თვითმფრინავები მონაწილეობდნენ.

დღის ამბები