25 აპრილი 2024,   18:48
ვრცლად
აფეთქება გადასაღებ მოედანზე - ჯეიმს ბონდის ფილმის გადაღებების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ჯეიმს ბონდის ფილმის გადაღებების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ინციდენტი ლონდონის მახლობლად, "ფაუნვუდ სთუდიოს" პავილიონში მოხდა. კინოკომპანიის ინფორმაციით, სპეციალისტების ჯგუფმა ერთ-ერთი სცენის გადასაღებად მიზანმიმართულად აფეთქება მოაწყო, თუმცა ტალღა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სცენა ნაწილობრივ ჩამოიშალა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.  

ეს უკვე მეორე ინციდენტია ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე. რამდენიმე კვირის წინ იამაიკაზე მიმდინარე გადაღებების დროს, აგენტ 007-ის როლის შემსრულებელი დაშავდა.

დენიელ კრეიგმა ტრიუკის შესრულების დროს ფეხი იღრძო, რის გამოც მას ოპერაციაც ჩაუტარდა. ჯეიმს ბონდის რიგით 25-ე ფილმი დიდ ეკრანებზე 2020 წლის აპრილში გამოვა. ფილმისთვის სახელწოდება შემქმნელებს ჯერ არ შეურჩევიათ. 

 

დღის ამბები