19 აპრილი 2024,   16:27
ვრცლად
ახალი მტკიცებულებები არ არის და ახალი მოწმეები გამოკითხული არ არის - კალანდიას ადვოკატი 

მიხელ კალანდიას საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. მას არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ბრალი უკვე ოფიციალურად ედება.

მიხეილ კალანდიას ადვოკატი ანა კოტეტიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

ადვოკატის თქმით, საქმეში კალანდიას წინააღმდეგ რამდენიმე არასრულწლოვანის ჩვენება დევს, რომელიც გამოძიებამ 2017-2018 წლებში მოიპოვა. კოტეტიშვილი ამბობს, რომ ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა და არც ნივთმტკიცებები მოიპოვება.

„ჩვენებები არის. კონკრეტულად რომელი მოწმეების ამ ეტაპზე ჩამონათვალს ვერ გავაკეთებ შესაბამისად არის მოწმეთა ჩვენებები, თუმცა მინდა დავაკონკრეტო ახალი მტკიცებულებები არ არის და ასევე ახალი მოწმეები გამოკითხული არ არის.

ბასრი საგნის გამოყენებაა მითითებული, თუმცა არანაირი მტკიცებულება, ნივთიერ მტკიცებულებაზეა საუბარი, ამის დამადასტურებელი ჩამონათვალში არ არის,“-ამბობს ანა კოტეტიშვილი. 

მიხეილ კალანდია სამართლდამცველებმა გუშინ დააკავეს. დაკავებულს ბრალი არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ედება. მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები