მასშტაბური კიბერდანაშაული - სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს, მათ შორის თურქეთის 2 მოქალაქეა.
ისინი "საქართველოს ბანკისა" და "TBC ბანკის" ვიზუალურად მსგავსი ვებ-გვერდების მეშვეობით, მოქალაქეების თანხებს მოტყუებით ეუფლებოდნენ.
დაკავებულებს ბრალად ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენება, კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევა და ქურდობა.