19 აპრილი 2024,   16:30
ვრცლად
კალანდიას დაჭერა ხელისიფლებასაც აწყობს და ოპოზიციასაც, მიზანი ქვეყნის გადატრიალებაა - ბორის კაკუბავა

მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესს მისი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. სასამართლოს შენობაში იმყოფება მიხეილ კალანდიას ბაბუა, ბორის კაკუბავა.

კაკუბავას მოკლული მოზარდის ოჯახის წევრები მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. იგი საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ დაელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუმცა კაკუბავა არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ხმაურიანი განცხადებები გააკეთოს.

„არავითარი ბრალდება არ არსებობს.  მოწმეებზე ზეწოლა ტყუილი აღმოჩნდა ხომ ხედავთ? არავითარი ფაქტი არ არსებობს. არ ვიცი რატომ დააკავეს. ალბათ ხელისუფლებამ იცის, მე რა ვიცი, ყველას ინტერესშია ალბათ ხელისუფლების, ოპოზიციის.  მიზანი არის ამ ქვეყნის დამხობა, გადმოტრიალება, ეს არის მიზანი,“-ამბობს კაკუბავა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები