19 აპრილი 2024,   04:12
ვრცლად
ყაზბეგში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, კომპანია "ავიატორ პლიუსის" თანამშრომლები დაიღუპნენ

ვერტმფრენმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ყაზბეგში ჩამოვარდა, ტექნიკური ინსპექტირება 22 მაისს გაიარა. ამის შესახებ "კურიერს" კომპანიის წარმომადგენლებმა განუცხადეს. მათივე თქმით, ის საფრენი ბაზიდან სასტუმროსაკენ მიფრინავდა და მასში სამი თანამშრომელი იჯდა, აქედან ერთი ადგილობრივია. 

„ვმუშაობთ გამოძიებასთან, ჩამოვარდნილი არის ჩვენი კუთვნილი თვითმფრინავი. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ჩვენი სამი თანამშრომელი. პილოტი და სასტუმროს ორი თანამშრომელი. ვმუშაობთ გამოძიებასთან და ვადგენთ, რა დეტალები გახდება ცნობილი. ამერიკული წარმოების სრულიად ახალი ვერტმფრენი იყო, ტექნიკური შემოწმება გავლილი ჰქონდა, შემდეგი შემოწმება კი აგვისტოში უწევდა. ასე რომ ტექნიკურად გამართული იყო. ვერტმფრენი სასტუმროში ტურისტების ასაყვანად მიფრინავდა,“- განაცხადა,  "აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვალერი ვალერი ჩეხერიამ.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა ყაზბეგში დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. კომპანია "ავიატორ პლიუსის" კუთვნილი ვერტმფრენი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. 

ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე.

დღის ამბები